მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ძალზე მრავალფეროვნად და ურთიერთგანსხვავებულად აღნიშნავენ და დღესასწაულობენ ახალი წლის მოსვლას.
აშშ-ში, ნიუ-იორკის ტაიმს-სკვერზე, ქალაქის ასეულობით ათასი მაცხოვრებელი თუ ქვეყნის სტუმარი მოუთმენლად ელოდა 3-4 მეტრი დიამეტრისა და რამოდენიმე ტონის მასის მქონე, 30 ათასზე მეტი ნაირფერი ნათურით მორთული ბროლის სფეროს დაშვებას. სფერო, წინასწარი გამოთვლით, ქვემო წერტილს ზუსტად იმ დროს უნდა შეხებოდა, როცა ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე დადგებოდა ახალი წელი. ამ არაჩვეულებრივ სანახაობას 100 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს და ამ ტრადიციას საფუძველი 1907 წელს ჩაეყარა.
საინტერესო საახალწლო ტრადიციებია სხვა ქვეყნებშიც:
იტალიაში, ახალი წელი, როგორც მას უწოდებენ "Capodanno" (რაც ნიშნავს "წლის თავს"), აღინიშნება საკმაოდ ორიგინალურად. ამ დღეს, იტალიელები, თავიანთი სახლებიდან ყრიან ძველ ნივთებს, ასე ვთქვათ, ყრიან მათთვის უსარგებლო საგნებს.
დიდ ბრიტანეთში, დღემდე, მძლავრადაა შენარჩუნებული ე.წ. "პირველი სტუმრის" ტრადიცია. ბრიტანელები თვლიან, რომ ზუსტადაც რომ, მეკვლეს ფეხზეა დამოკიდებული მთელი წლის ავ-კარგიანობა. ისე კი, ეს ტრადიცია საკმაოდ ნაცნობი ახლობელი ტრადიციაა საქართველოსათვისაც.
იაპონიაში ახალ წელს ტრადიციულად ღია ბარათებს ჩუქნიან ერთმანეს, ღია ბარათებზე კი ის ცხოველია გამოხატული რომლის წელიც დგება აღმოსავლური კალენდრის შესაბამისად.
ავსტრიაში, ახალი წლის ღამეს, მიღებულია ღორის თავისგან ამოჭრილი ხორცის ნაჭრის მირთმევა, რადგანაც ითვლება, რომ ეს მათ ბედნიერებას მოუტანს.
ესპანეთში არსებობს ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ახალი წლის ღამეს ყურძნის ჭამით უნდა შეხვდნენ. სანამ საათი 12-ჯერ შემოკრავს და ახალი წელი დადგება, ამ დროის განმავლობაში უნდა შეჭამონ ყურძნის 12 მარცვალი - წლის 12 თვის საპატივცემულოდ.

Комментариев нет:
Отправить комментарий