вторник, 29 января 2013 г.

მადლი და დაფასება - ხე მარადისობისა




28-01-2013, 16:12


tree (623x700, 174Kb)
ერთფეროვანი უდაბნოს უკიდეგანო სივრცე, ბარხანები და ქვიშის ოქროსფერი ტალღები, თავისდაუნებურად, ქმნიან ერთგვარ იდილიას და, საყურადღებო არც არაფერი იქნებოდა აქ, რომ არა უდაბნოს შუაგულში ლაღად ტოტგადაშლილი ხე, რომელიც უდაბნოს, თითქოსდა, ამ სრულყოფილ იდილიას, უცერემონოდ არღვევს. ირგვლივ მხოლოდ უსიცოცხლო ქვიშა, წვეთს ვერ ნახავს კაცი წყლისას, ვერც ტენიან ადგილს, ხე კი, მაინც, ამაყად დგას, თითქოს მცველი ყოფილიყოს წმინდა ადგილისა. ცხელი მზე, მშრალი უდაბნო, ხე კი სულ იზრდება და იზრდება, განუწყვეტლივ ამოიყრის ხოლმე ახალ-ახალ კვირტებს, ახალ-ახალ ყლორტებს და, სულ უფრო და უფრო, შლის მწვანედ დაფოთლილ ტოტებს.
ყოველდღე, მზისგან დაუნდობლად გახურებულ ქვიშაზე, საჭმლის, წყლისა და ჩრდილის საძიებლად, დაუზარელად გადაირბენ-გადმოირბენს, ხოლმე, ხვლიკი. მართლაც, რომ ერთფეროვანი სჩანს მისი ცხოვრება და ამ ერთფეროვან იდილიასაც თავისებურად არღვევს, სადღაც შორს, ჰორიზონტზე, ბორცვებს იქით მდგარი მწვანედ მოლივლივე ”მირაჟი” და ყოველდღე ერთი და იგივე მეორდება, ყოველდღე, უდიდესი ცნობისმოყვარეობით, შეავლებს ხეს ხვლიკი თვალს, ერთ დღესაც ვეღარ გაუძლო ამ მოზღვავებულ ცნობისმოყვარეობას, სულ გადაავიწყდა საკვებ-სასმელი და გაემართა  ბუნების ამ საოცრების სანახავად.
მივიდა ხესთან, უყურებს მის სიდიადეს და გაოცებული ეკითხება:
- ირგვლის უსიცოცხლო გარემო, ბუჩქი და ხე არსად ჩანს ახლოს, წყლის ნატამალსაც კი ვერ ნახავ და როგორ ახერხებ ასე გაფურჩქვნას, რომ ცას მიაწვდინო შენი ტოტები?!
პუბლიკაცია სრულად

Комментариев нет:

Отправить комментарий