ამაყი მთების ძირს, ველზე, თანდათანობით იღვიძებს თოვლის ფუმფულა ”ქურქში” გახვეული სოფელი.
”ესეც შობის დილა, მაგრამ, სამწუხაროდ, საჩუქრები არ იქნება”, – დანაღვლიანებული ფიქრები ამოტივტივდა გოგონას გონებიდან, ნამძინარევი თვალების გახელვისთანავე… წამოჯდა საწოლზე და მოწყენილად გაიხედა თავისი დედისაკენ, რომელსაც, ერთი შეხედვით, თითქოს, საკმაოდ მშვიდად ეძინა, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით სჩანდა ასე. ”ეჰ, როგორ ხშირად ავადმყოფობს დედა, ეს ბოლო დღეები”, – გოგონას ფიქრები ისევ სევდით გაიჟღინთა, აღარაფერი ახარებს საკმაო ხანია. მისი მამა, უკვე, მრავალი წელია, რაც ოჯახს არის მოწყვეტილი და უცხო მხარეში გადახვეწილი სამუშაოს საძიებლად, რათა თავის ახლობლებს არაფერი მოაკლოს. ოჯახიც, მართალია, ყოველდღიურად გრძნობს ოჯახის უფროსის ზრუნვას, მაგრამ მის გარეშე გატარებული ყოველი დღე, დედა-შვილისათვის, მაინც, უფერული და მოწყენილია… ძალზე მძიმე დღეები დადგა ყველგან. ”ადრე, თითქოს, სამუშაო უფრო მეტი იყო ვიდრე ხალხი, ახლა კი…”, ალბათ ეს გაიფიქრა გოგონას დედამ, რადგანაც ტკივილიანად ამოიოხრა. ძალიან ენატრება ქმარი, ენატრება ოჯახური სითბო, სიხარული ენატრება… უფრო მეტად მოიწყინა გოგონამ და ისევ გაიხედა დედის საწოლისკენ. ”ო, ღმერთო, როგორ მტკივნეულია ყოველივე ეს”, – ცრემლებით აევსო გოგონას თვალები და უცნაური სიცივე იგრძნო, როცა ცრემლი ლოყაზე ჩამოუგორდა. მხოლოდ ახლა იგრძნო პაწაწინამ, თუ როგორ ცივა ოთახში.”სწრაფად უნდა ავდგე და ღუმელი დავანთო, - გაიფიქრა მან, - დედა სიცივემ არ უნდა შეაწუხოს”. უღიმღამო დილა კი შუადღისკენ მიიზლაზნება…
ცოტა ხანში დათბა სახლში. დედა სიამაყით უყურებდა თავისი გოგონას ფუსფუსს და მთელი გულით ხარობდა, ასეთი გამრჯე შვილი რომ ჰყავს. ხმის ამოუღებლად, დაუზარებლად, რომ ეხმარება ყოველთვის და ყველაფერში. ”როგორ გამეზარდა ამ ბოლო წლის განმავლობაში, ჩემი პაწაწინა, – სიხარულს ვერ იტევდა დედის გული, – ხვალ კი დაბადების დღე აქვს, 12 წლის უნდა გახდეს ჩემი ანგელოზი და რა საწყენია მამა, თავისი ჩამოსვლით, რომ ვერ გაახარებს”, - ისე ამოიოხრა დედამ, თითქოს გული ამოაყოლაო. ჯერ კიდევ გუშინ ელოდა მეუღლეს, მაგრამ ის არა და არ სჩანს. მეზობლებმა თქვეს, საშინელი თოვლია გზებზე და მოძრაობა ფაქტიურად შეჩერებულიაო. ტელევიზორშიც კი არაერთხელ აღინიშნა უხვნალექიანობის თაობაზე და, შესაძლოა, 2-3 დღე ვერ აღდგეს მოძრაობაო. ”კიდევ კარგი, ჩემმა პატარამ არ იცის, რომ მამამისი უკვე გამოემგზავრა საზღვარგარეთიდან და, სავარაუდოდ, უკვე სამშობლოშია. ეგ რომ სცოდნოდა, უფრო დაიტანჯებოდა მოლოდინით და ყოველი წუთი უსასრულოდ მოეჩვენებოდა” – გაიფიქრა დედამ. ”ეს ჩემი და, მაინც, სადღაა ამდენ ხანს, რატო არ მოვიდა? ჩვენ ხომ ყოველ წელს, წინასაშობაოდ ერთად ვიკრიბებით აქ?! წუხელვე ხომ უნდა მოსულიყო, მით უმეტეს, რომ იცოდა ავად ვიყავი?!” – უფრო მეტად დაუმწუხრდა ფიქრები ქალს.

Комментариев нет:
Отправить комментарий