
7-8 იანვრიდან თანდათან გაძლიერდა ცივი ჰაერის მასების გავრცელება საქართველოში და ცალკეულ რაიონებში ნალექიც მოვიდა წვიმისა და თოვლჭყაპის სახით, მაღალმთაში კი თოვდა. დღეს, 9 იანვარს, თოვს ქვეყნის, პრაქტიკულად, მთელ ტერიტორიაზე. ცივი და თოვლიანი ამინდი კიდევ 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება, ხოლო 11 იანვრიდან, სინოპტიკოსების პროგნოზით, შედარებით გამოიდარებს, თუმცა მოკლე ვადით. შენარჩუნდება ყინვიანი ამინდები.
Комментариев нет:
Отправить комментарий