დღეს,
სრულიად საქართველო, მართმადიდებელი მრევლი, შობის ბრწყინვალე დღესასწაულს
ზეიმობს. საქართველოს ასობით ათას ოჯახში, შობის შესახვედრად, ღამის 12
საათზე საშობაო სანთელი აინთო. შობის დღესასწაულზე, პატრიარქის კურთხევით,
ეს ტრადიციად უკვე ათ წელზე მეტი ხანია რაც დამკვიდრდა და ღამით,
სარკმელთან სანთლის დანთებით, მართლმადიდებელი მრევლი შობის დღესასწაულს
ეგებება - "შობის ღამე დგებაო, სასწაული ხდებაო".
საქართველოს ყველა მართლმადიდებელ ეკლესიაში ჩატარდა საშობაო წირვა. სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღავლინა, შეკრებილ მრევლს მიულოცა და იქადაგა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მთავარეპისკოპოსმა მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტმა ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა, ილია მეორემ. სამების ტაძარში წაიკითხეს პატრიარქის ტრადიციული საშობაო ეპისტოლე.
"უფალი, მართალია, სამართლიანია, მაგრამ, ამავე დროს მოწყალეც, რომელიც არა ცოდვათა ჩვენთაებრ მოგვაგებს, არამედ ჩვენი გამოსწორებისათვის გვწვრთნის იმის გათვალისწინებით, თუ რამდენის დატევნა შეგვიძლია.ამიტომაც რა მდგომარეობაშიც არ უნდა ვიყოთ, გაცილებით უკეთესად ვართ, ვიდრე ვიმსახურებთ და მრავალჭირგამოვლილი წმ. იოანე ოქროპირის მსგავსად მუდამ მადლობას უნდა ვწირავდეთ ღმერთს ყველაფრისათვის. და თუ გვსურს, მდგომარეობის გამოსწორება, უნდა ვიტვირთოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და უფლის წყალობა ამით მოვიპოვოთ. ეს არის ყველაზე მთავარი. ჩვენით კი ვერაფერს გავხდებით. მხოლოდ საკუთარ შესაძლებლობებზე დაყრდნობა დამღუპველი იყო და იქნება ყოველთვის" - აღნიშნა უწმინდესმა და უნეტარესმა.
ეპისტოლეში, პატრიარქმა ყურადღება გაამახვილა, აგრეთვე, ადამიანთა თანასწორობაზე: "გავიხსენოთ თუნდაც ის ფაქტი, რომ საერთაშორისო საზოგადოება მხოლოდ მე-20 საუკუნის ბოლოს მიუახლოვდა ადამიანთა თანასწორობის შესახებ ღირებულებათა იმ სტანდარტებს და ფასეულობებს, რასაც ეკლესია ოცი საუკუნის წინ ქადაგებდა. მონათმფლობელობის და ფეოდალიზმის პერიოდში, ძალმომრეობისა და დაუნდობლობის ხანაში, ქრისტეს სახარება მოუწოდებდა ხალხს თანასწორობისაკენ."

Комментариев нет:
Отправить комментарий