გასულ ღამით საკმაოდ
მნიშვნელოვანი მოვლენის მომსწრე გახდა საქართველოს მოსახლეობა და იგი არც
საერთაშორისო საზოგადოებას გამორჩა ყურადღებიდან. საპატრიარქოში ერთ
სავარძელში გვერდიგვერდ იჯდნენ და რამოდენიმე საათის განმავლობაში
სადღესასწაულო ღონისძიებებსა თუ ჩვეულებრივ (თუ ოფიციალურ) საუბრებში
რამოდენიმე საათი ერთად გაატარეს პოლიტიკურმა ოპონენტებმა - საქართველოს
პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა.
როგორც ფეისბუკის გვერდი Bidzina Ivanishvili official იტყობინება, 13-14 იავრის ღამეს საახალწლო სადღესასწაულო შეხვედრა შედგა საქართველოს საპატრიარქოში.
"სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქთან საზეიმო მიღებას, სასულიერო პირებთან ერთად, ასევე მსოფლიო პატრიარქი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მეუღლესთან ერთად და საქართველოს პრეზიდენტი ესწრებოდა."

Комментариев нет:
Отправить комментарий