вторник, 15 января 2013 г.

საკალათბურთო კლუბ "რუსთავის” 22 წლიანი ისტორია და 22 ტიტული


ორ ათეულ წელზე მეტია, რაც რუსთავში საკალათბურთო კლუბი ჩამოყალიბდა. ამ ხნის მანძილზე ბევრჯერ შეეცვალა სახელი, იყო არაერთი გამარჯვება და მუდამ ამაყობდა საკუთარი სკოლის აღზრდილი სპორტსმენების წარმატებით.
`რუსთავის” გუნდი ერთადერთია, რომელსაც საქართველოში ჩატარებულ ყველა ეროვნულ ჩემპიონატში აქვს მონაწილეობა მიღებული და ტიტულების რაოდენობის მიხედვითაც ის ნომერ პირველია.  22წლის მანძილზე ამ კლუბმა 22 ჯილდოსი და ქომაგთა დიდი სიყვარულის მოპოვება შეძლო.
იყო წარუმატებელი წლებიც, მაგრამ გუნდურობისა და ადგილობრივი სპორტსმენების ერთგულების წყალობით, ამ კლუბმა მოახერხა შეენარჩუნებინა გუნდი და ექცია რუსთავი `საკალათბურთო ქალაქად”.
უფრო ვრცლად, “რუსთავის” ისტორიაზე, მის წარმატებებსა და მიმდინარე ჩემპიონატის შესახებ კლუბის ერთ-ერთ დამფუძვნებელი და გუნდის დირექტორი ამირან ხაჩიძე გვესაუბრება. გთავაზობთ მის ინტერვიუს:
_ რუსთავში გუნდი მე და ოთარ ხმელიძემ 1991 წელს ჩამოვაყალიბეთ და მას შემდეგ ეროვნული ჩემპიონატის უცვლელი მონაწილე ვართ. რამდენჯერმე სახელწოდებაც შეგვეცვალა, მაგრამ ყოველთვის ჩვენი ქალაქის სახელით ვასპარეზობდით.
წარმატებაც მალევე მოვიდა, ზედიზედ ორჯერ ბრინჯაოს პრიზიორები გავხდით, შემდეგ 1997–98, 1998–99, 1999–2000, 2005–06 წ.წ  ვერცხლის მედალოსნები ვიყავით, 2007 წლიდან 2010 წლამდე კი ზედიზედ ოთხჯერ მოვიპოვეთ ჩემპიონობა. ამის გარდა, 5-ჯერ გვაქვს მოგებული დუდუ დადიანის მემორიალის გათამაშება,  4-ჯერ ქორქია - საკანდელიძეს სახელობის ტურნირი და 2009 წელს საქართველოს თასის მფლობელებიც გავხდით.
_ გუნდისთვის ყველაზე წარმატებულ პერიოდად, რომელს მიიჩნევთ?
_ ყოველთვის შედეგი განსაზღვრავს წარმატებას. თუ ამ მხრივ ვიმსჯელებთ, ჩემპიონობის ოთხი წელი ნამდვილად წარმატებული იყო. თუმცა ემოციური თვალსაზრისით პირველი ფინალები 1998-99-2000 წ.წ. უფრო დატვირთული იყო. ძალიან დიდი შანსი გვქონდა პირველ ადგილზე გავსულიყავით. ყველა თამაში ქულა - ქულა მიმდინარეობდა. საკმაოდ დიდი გულშემატკივართა არმია გვყავდა გვერდით, რომლებიც გასვლით თამაშებზეც დაგვყვებოდნენ, რისთვისაც მინდა დიდი მადლობა ვუთხრა მათ. იმ წლებში, რომ არა სხვადასხვა მომენტები და ხელისშემშლელი პირობები, ნამდვილად ჩემპიონები გავხდებოდით. თუმცა ეს წარსულია და აღარ გვინდა... მთლიანობაში თუ გადავხედავთ  22 წლის შედეგებს, შეიძლება ითქვას, რომ ტიტულების რაოდენობის მიხედვით პირველი გუნდი ვართ საქართველოში. 
პუბლიკაცია სრულად

Комментариев нет:

Отправить комментарий