მართლაც, ბევრი რამ საინტერესო მახსენდება, 3 წლის გასვლის შემდეგაც, ფინეთში მივლინებაში
ყოფნიდან. პირველი, რაც თვალშისაცემია ამ ქვეყანაში, ეს უაღრესად
კეთილგანყობილი ხალხი და მშვიდი გარემო, იქ საკმაოდ კომფორტულად გრძნობდა
თავს პრაქტიკულად ყველა, როგორც ადგილობრივები, ასევე ქვეყანაში დროებით
ჩასულები. ერთი კვირის განმავლობაში ვიმყოფებოდი ჰელსინკსა და ფინეთის სხვა
ადგილებში და, ამ ხნის განმავლობაში, მხოლოდ ერთხელ დავინახე, იქ,
პოლიციის მანქანა. არ ვამტკიცებ, რომ ფინეთში ყველაფერი იდეალურადაა და არ
ხდება დანაშაულები, თუმცაღა ქვეყანაში საკმაოდ მაღალ დონეზეა დაყენებული
დანაშაულის პრევენციის სისტემა და მაქსიმალურადაა შესწავლული კრიმინალური
რისკის საკითხები. როგორც აგვიხსნეს სპეციალისტებმა, ერთ კონკრეტულ
მაგალითზე, სამართალდამცავმა სამსახურებმა საკმაოდ კარგად იციან, რომ
განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ დასვენებისა და სადღესასწაულო
დღეებში, რადგანაც ფინელებს უყვართ ალკოჰოლიანი სასმელები და მოლხენა, რის
შემდეგაც საკმაოდ მატულობს, მთვრალ მგდომარეობაში, დანაშაულის ჩადენის
რისკი. აი ასეთ დღეებსა და სიტუაციებში განსაკუთრებით მატულობს
სამართალდამცავების პრევენციული ღონისძიებებიც. ასევე განსაკუთრებული
მნიშვნელობა ექცევა, ფინეთში, ოჯახში ძალადობისა და კონფლიქტების ფაქტებს,
განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მის პრევენციას. პირველადი პრობლემა,
აქაც, ალკოჰოლის ზემოქმედების გამო გამოწვეული უკონტროლო მდგომარეობაა და
იციან რა ყოველივე ეს, სამართალდამცავები სრულ მზადყოფნაში არიან, ხშირადაც
პატრულირებენ ე.წ. რისკის ჯგუფის ოჯახების საცხოვრებელი სახლების
მიმდებარე ტერიტორიაზე გარკვეული დროის განმავლობაში. უნდა აღინიშნოს, რომ
ძალადობა, მათ შორის ოჯახური, ერთ-ერთი უმთავრეს და უმტკივნეულეს
პრობლემათაგანია არა მარტო ფინეთში, არამედ მთელს მსოფლიოში, ხშირია
პრობლემისადმი მიძღვნილი კონფერენციებიც და 2007 წელს მეც ვიმყოფებოდი
ერთ-ერთ კონფერენციაზე პორტუგალიაში,
სადაც საკმაოდ მაღალ დონეზე იყო გაანალიზებული ქალთა მიმართ ჩადენილი
დანაშაულებრივი ფაქტები და ოჯახური ძალადობებები, განხილული იქნა, აღნიშნულ
პრობლემასთან მიმართებაში, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების მიერ
მომზადებული საინფორმაციო-ანალიტიკური თუ სტატისტიკური მასალები. ცალკე
მინდა აღვნიშნო შემდეგი, რომ, საქართველოში, პირადად მე ვმუშაობდი აღნიშნულ
საკითხებზე და, ასევე, ჩემი უშუალო ხელმძღვანელობით, ამ სფეროში, შექმნილი
იქნა ეგრერიგად საჭირო და მნიშვნელოვანი საინფორმაციო-სტატისტიკური
მიმართულება. ასევე მნიშვნელოვნად მიმაჩნია იმის აღნიშვნაც, რომ 2007-2011
წლებში საკმაოდ მაღალ სიმაღლეებზე იქნა აყვანილი საინფორმაციო-სააღრიხვო და
სტატისტიკური საქმიანობა საქართველოში, როგორც ოჯახურ კონფლიქტებსა თუ
ძალადობებთან დაკავშირებით, ასევე რიგ სხვა სფეროებში. მიხარია რომ, ამ
შენებას მთელი ძალღონე მოვახმარე და პირადადაც ვკურირებდი სხვადასხვა
მიმართულებას. ისე კი, გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში
შექმნილი და განვითარებული ცალკეული სფერო და სააღრიცხვო საქმიანობა ერთი
თავით მაღლა იდგა ბევრი სხვა ქვეყნის ანალოგიურ საქმიანობასთან.
პორტალი "იცი": პუბლიკაციები ყველაფრის შესახებ - კულტურა, სპორტი, ტურიზმი, ტრადიცია, ხელოვნება, ანალიტიკა, ხალხური მედიცინა, ხელოვნება, შემოქმედება, ბიზნესი, მეცნიერება, ტექნიკა. Портал "ИЦИ" о многом и по разным направлениям: культура, спорт, туризм, традиция, искусство, народная медицина, бизнес, наука, техника. Portal about ways and in different fields: culture, sports, tourism, tradition, art, folk medicine, business, science, and technology.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий