суббота, 8 марта 2014 г.

თბილისის ბიუჯეტი, სიმბოლურად, 41 ხმით დამტკიცდა



რამდენიმე უშედეგო ცდის შემდეგ, 7 მარტს, თბილისის საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე, 41 ხმით (2-მა თავი შეიკავა) არცერთის წინააღმდეგ, დაამტკიცა დედაქალაქის ბიუჯეტი. უნდა აღინიშნოს, რომ, მანამდე, დედაქალაქის მერიამ სამჯერ შეიტანა დასამტკიცებლად ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში, მაგრამ სამივე შემთხვევაში იგი დაწუნებული იქნა საკრებულოს უმრავლესობის მიერ. ასევე, ჩასაგდებად იყო განწირული მეოთხედ წარდგენილი ბიუჯეტიც, ამიტომ, მერიასა და საკრებულოს ფრაქციებს შორის მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, საკრებულოს მთელმა შემადგენლობამ თავად შეიმუშავა ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტი. კანონის თანახმად კი, თუ დედაქალაქის ბიუჯეტი 11 მარტამდე არ იქნებოდა დამტკიცებული, მაშინ ცენტრალურ მთავრობას, პარლამენტის თანხმობით, საკრებულოსა და თბილისის მთავრობის დათხოვნის უფლება ეძლეოდა, ხოლო დედაქალაქზე შემოეღო პირდაპირი მმართველობა, დაენიშნა მერის მოვალეობის შემსრულებელი.
გაგაცნობთ თბილისის საკრებულოს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული ბიუჯეტის ცალკეულ პარამეტრებს:

Комментариев нет:

Отправить комментарий