среда, 26 декабря 2012 г.

პორტალ "იცი"-ს პრეზენტაცია

ინტერნეტ-სივრცეში შეიქმნა ახალი საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი "Info Center Independent" (აბრევიატურა "IcI", "იცი"). პორტალი, საკუთარი იდეებისა და პროექტების პოპულარიზებისათვის, სხვადასხვა ინტერესებისა და მიზნების ინფორმაციულ სივრცეში რეალიზებისათვის, ასევე საზოგადოების ფართო წრეების ცალკეულ საკითხებში კომპეტენტური ინფორმირებისათვის, თავისუფალ ინტერნეტ-არეს სთავაზობს, ბლოგერებს, ჟურნალისტებს, კორესპონდენტებს, სხვადასხვა სფეროში დასაქმებულთ, სახელმწიფო ორგანიზაციებში მომუშავეებსა თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს.
პორტალი ორენოვანია (ქართულ და რუსულ ენაზე, შემდგომში დაემატება ინგლისურენოვანი ვერსიაც) და რეგისტრირებულ მომხმარებლებს შესაბამისად აქვთ არჩევანი სხვადასხვა ენაზე თუ თემატიკურ მიმართულებაში მოახდინონ პობლიკაციების გამოქვეყნება და, შესაბამისად, პორტალის მეშვეობით, დატოვებენ თავიანთ კვალს ინტერნეტის ლაბირინთებში.
ასე, რომ მოიწონეთ ფეისბუკში ეს გვერდი, დარეგისტრირდით პორტალ "იცი"-ზე და გაამდიდრეთ მკითხველთა ცოდნა, ინტერესი და ცნობისმოყვარეობაც კი.



დღეს პორტალ "იცი"-ს პრეზენტაციაა და მისი, ერთგვარი, ნათლობა ინტერნეტ-სივრცეში

Комментариев нет:

Отправить комментарий