მართლმადიდებლური საქართველო
მრავალსაუკუნოვანი სულიერი საგანძური, ქართული ტაძრები და ეკლესია-მონასტრები, ქართველი ერის უდიდესი სიამაყეა, იგი ოდითგანვე განაცვიფრებდა მნახველებს და ადამიანში ახდენდა სულიერ ამაღლებას. დიდმარხვის დღეებში მინდა შემოგთავაზოთ, საქართველოს მრავალსაუკუნოვანი სულიერი საგანძურის შესახებ მომზადებული თემა:საქართველოში ქრისტიანული ქადაგება, ოდითგანვე, უკავშირდება ანდრეა პირველწოდებულის სახელს, როდესაც წმინდა მოციქული, თავისი მისიონერული საქმიანობიდან გამომდინარე, ჩვენი წელთააღრიცხვის პირველ საუკუნეში, იმყოფებოდა დასავლეთ საქართველოში და სადაც მოიტანა ყოვლადწმინდა ღვთიშობლის ხატი. ჩვენი წელთააღრიცხვის IV საუკუნეში, ვაზის ჯვრით ხელში საქართველოში შემოვიდა წმინდა ნინო (გადმოცემით ცნობილია, რომ ლოცვების შემდეგ წმინდა ნინოს ძილში გამოეცხადა ღვთიშობელი, რომელმაც გადასცა ვაზის ჯვარი და დალოცა იგი ივერიის მიწაზე ევანგელეს საქადაგებლად) და დაიწყო ევანგელეს ქადაგება. 326 წელს ქრისტიანობა, საქართველოში, გამოცხადდა სახელმწიფო რელიგიად.
1. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, აგებული 1010-1029 წწ. ტაძარი მრავალი წლის განმავლობაში ითვლებოდა სრულიად საქართველოს მთავარ ტაძრად. იგი შეტანილია მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში და იმყოფება UNESCO-ს დაცვის ქვეშ, ობიექტის № 708. გადმოცემით ცნობილია, რომ ტაძრის ადგილას დასვენებულია უფლის კვართი. ამ სიწმინდის გამო მცხეთა, უძველეს სატახტო ქალაქის სახელთან ერთად ატარებს ”მეორე იერუსალიმი”-ს სახელსაც. (მცხეთა)
პუბლიკაცია სრულად
Комментариев нет:
Отправить комментарий