
წელსაც, მაისის თვეში, კიდევ ერთხელ მოვინახულე ეს შესანიშნავი ადგილები და სიამაყით მევსებოდა გული, როცა ხელით ვეხებოდი მრავალსაუკუნოვან ისტორიულ მემკვიდრეობას… კიდევ ერთხელ მოვინახულე ნარიყალას ციხესიმაგრე, ჩვენი წელთააღრიცხვის IV საუკუნის ძეგლი და ჩემთვის ვფიქრობდი: მართლაც, რომ ღვთის მადლითაა კურთხეული ჩვენი სამშობლო და რა დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს, თითოეულ ჩვენთაგანს, ჩვენი ისტორიის, ჩვენი წარსულისა და მომავლის წინაშე…
ახლაც, ვაქვეყნებ რა ამ ფოტო-ვიდეო რეპორტაჟს (14 ფოტო, 4 ვიდეო), იგივეს ვფიქრობ და მჯერა ერის სიბრძნის, საქართველოს ბედნიერი მომავლის!
Комментариев нет:
Отправить комментарий