2009 წელს, ევროკომისიის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელშიც შედიოდნენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და სხვადასხვა უწყებების თანამშრომლები, ვიმყოფებოდით ფინეთში, სადაც, რიგი სახელმწიფო დაწესებულებების გარდა, მოვინახულეთ, აგრეთვე, პენიტენციალური სისტემა და, დღეს, მინდა გამოვაქვეყნო, 3 წლის წინ, ქ. ჰამეენლინას გამოსასწორებელ დაწესებულებაში გადაღებული ფოტოები.
მე არასოდეს ვყოფილვარ საქართველოს საპატიმრო ადგილებში და არ შემიძლია კონკრეტულად შევადარო სიტუაცია ქვეყნებს შორის, თუმცაღა ყოველივეს, რასაც ნახავთ ქვემოთ გამოქვეყნებულ ფოტოებზე, მით უფრო, დაწესებულებაში არსებული ასეთი სისუფთავის, კომფორტული გარემოსა და სხვა კომპონენტების გათვალისწინებით, ალბათ, თავისუფლად შეადარებდით სიტუაციას პოლიკლინიკაში, საბავშვო ბაღებში, სასწავლო ცენტრებში, სამუშაო თუ დასასვენებელ ადგილებში...
აქვე ყურადღება მინდა გავამახვილი იმაზე, რომ აღნიშნული დაწესებულება ფინეთში ითვლება ძველ, ჯერ კიდევ მოუწესრიგებელ, საპატიმრო ადგილად და დაგეგმილია მისი მოდერნიზება. ახლა კი ვნახოთ როგორი სიტუაცია იყო იქ წლების წინ:
1. ასე გამოიყურება ფოტოზე (იგი დაწესებულებაში კედელზე ეკიდა) საპატიმრო ადგილის მთლიანი კომპლექსი. წინასწარ რომ არ იყოს ცნობილი, თუ რა ადგილია ეს, ბევრს, ალბათ, სანატორიუმი ეგონებოდა...
Комментариев нет:
Отправить комментарий