მთელი ზამთრის
განმავლობაში, ლამის, სულმოუთქმელად ველოდებით გაზაფხულის დადგომას და
გვჯერა, მართლაც განსაკუთრებით გვჯერა, რომ ზუსტადაც რომ გაზაფხულს შეუძლია
ბევრი რამის უკეთესობისკენ შეცვლა ჩვენს ცხოვრებაში, გვჯერა რომ გაზაფხულს
შეუძლია სულის გათბობაც და გრძნობების გამოღვიძებაც, როცა სიცივეს სითბო
ამარცხებს, უგულობას თუ უმადურობას კი - ყურადღება და დაფასება, ხოლო
ლამაზ-ლამაზი ფერები თვალსაც ახარებს და გულსაც, შემდეგ კი კარგის
გახსენება და სიკეთის კეთების სურვილიც უძლიერდება ადამიანს. ვფიქრობ, უკვე
ძლიერ ენატრებოდა ყველას ნაზი და ყვავილოვანი რომანტიკით გაჯერებული
სიყვარულის ვირუსით ”დაავადებული” გაზაფხული. საგაზაფხულო განწყობის
შესაქმნელად გთავაზობთ შესაბამის ფოტო-ვიდეო-მუსიკალურ კოლაჟ-კოქტეილს და
ვიწყებ მას ჩემს მიერ 2010 წელს შექმნილი საგაზაფხულო და ერთგვარად
რომანტიკული კომპოზიციებით.
ასე რომ, გაზაფხული დადგაო - გულში გრძნობა ჩადგაო :-)
ასე რომ, გაზაფხული დადგაო - გულში გრძნობა ჩადგაო :-)
Edi Line – Spring march
Комментариев нет:
Отправить комментарий