понедельник, 8 апреля 2013 г.

ჩემპიონთა ლიგა 2012-13: ნახევარფინალისტების გამოვლენის წინ

რონალდო & მესი
საკმაოდ დაძაბული, დინამიური და ემოციურიც კი გამოვიდა ფეხბურთში ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშება. 9 და 10 აპრილს უკვე განმეორებით 1/4-ფინალური მატჩები გაიმართება და გამოვლინდებიან ნახევარფინალისტები.
ფეხბურთის მოყვარულთათვის ცნობილია, რომ ლიგის ფინალური თამაში ჩატარდება ინგლისში, ლონდონში, უემბლის სტადიონზე და, ალბათ, რაოდენ გულდასაწყვეტია ინგლისური და, მთლიანობაში, ბრიტანული კლუბების ფანებისათვის, რომ ფინალში, ასე ვთქვათ, „თავის“ მოედანზე ვერ იხილავენ „მასპინძელ“ გუნდს.
მართლაც, ბევრისათვის, ძალზე დიდი მოულოდნელობა იყო ის, რომ მერვედფინალური ბარიერი ვერ დაძლია ვერცერთმა ბრიტანულმა კლუბმა. 2012-13 წლების საფეხბურთო მარათონში ჩაბმული გუნდებიდან ჩემპიონდა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა 3 ესპანური კლუბი (ბარსელონა, რეალი, მალაგა), ორი გერმანული (ბავარია და დორტმუნდის ბორუსია), ხოლო თითო-თითო - იტალიიდან (იუვენტუსი), საფრანგეთიდან (პსჟ) და თურქეთიდან (გალათასარაი). ამ უკანასკნელისთვის, უდაოდ, დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს მეოთხედფინალში გასვლა ესპანურ, გერმანულ, იტალიურ და ფრანგულ გრანდებთან ერთად და, აქვე, ცალსახად უნდა ვაღიაროთ თურქული ფეხბურთის უდიდესი წინსვლა ამ ბოლო წლებში.

Комментариев нет:

Отправить комментарий